ლექსი გაწყდა წერის პროცესში

 

და რა გგონიათ?

პოეტს არ ეყო შთაგონება,

გაიჭედა ბოლო ფრაზაში,

ეფექტურად ვერანაირად ვერ დაამთავრა?

კარგი რითმები ამოეწურა?

დაურეკეს მოულოდნელად, და ამცნეს, რომ

მეგობარი ავარიაში გარდაეცვალა?

ძლიერმა მიწისძვრამ დააფრთხო და

ყველაფერი თავზე დაამხო?

არა, პოეტს ჩაეძინა ტკბილი ძილით

ლექსის წერისას.

 

და როდესაც გამოეღვიძა,

დაუსრულებელ ლექსს აღარც კი მიბრუნებია,

ეს დაწერა –

ლექსი უეცრად გაწყვეტილ ლექსზე.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10