წამისყოფა

 

მე მიყვარს ჩემი მშვენიერი უნარი –

უარი ვუთხრა საკუთარ თავსსაკუთარ თავობაზე.

და ამის თაობაზე

არ გამიჩნდეს არავითარი პროტესტი, არანაირი უხერხულობა.

საუცხოოა პირდაპირ –

საკუთარ თავთან კმაყოფილი გაუცხოება.

 

იწყება მოურიდებელი იმედების,

ათასგვარი გეგმის დასახვა

და ფეხს იკიდებს გამბედავი “არაუშავს”,

რომ იქნებ როგორმე არ გაუშვას

ჩემი თითიდან

ის რაღაც

სასიცოცხლოდ გამოსაწოვი,

ყურით როგორღაც მოსათრევი –

ხვალინდელი დღე.

 

და უფრო მეტად,

მიყვარს ის მკაფიო წუთი ღამით,

როცა საკუთარ თავს

(რომელიც ოდესღაც იყავი)

ვხედავ ყველა

ფანჯრიდან გადამხტარის,

წყალში გადავარდნილის,

პირში ლულის ჩამჩრელის,

ყულფში თავის გამყრელის,

ვენებგადაჭრილის,

საწამლავდალეულის ადგილას

 

და ვხვდები, სრულიად ძალდაუტანებლად,

რომ ეს ადგილი იქნებოდა

უკანასკნელი ილუზია იმის დასაჯერებლად,

რომ ვიღაცას სახეში გავარტყი,

პირში მივახალე,

თავს ლაფად დავასხი

ჩემი შემზარავი სიკვდილი.

 

და სწორედ ამ წუთს,

სახელად “კარგი ერთი, თუ ძმა ხარ!” –

მე გადავბრუნდები და ვიძინებ.

საუცხოოა პირდაპირ!

 

 

***

ავტობუსში

ერთ საკულტო სცენას წავაწყდი:

ხუთიოდე წლის გოგონამუხლებზე ეჯდა

ასაკით ასე შუახნის ქალს

და შესცქეროდა.

ვიტყოდი კიდეც,

რომ თვალებში შესციცინებდა,

მაგრამ ეს ქალი,ფანჯრისკენ სახით

იყურებოდამთელი გზა სხვაგან.

 

მოძველებულ, ბევრღილაკიან

მობილურში შეერთებული

ყურსასმენები ჰქონდა ყურში

და დროდადრო რთავდა მუსიკას,

თანაც ისე,

რომ კალთაში ჩასმულისაკენ

არ გაქცევია თვალიერთხელაც.

 

თითქოს – რა!

მაგრამ ბავშვიმთელი გზა

ამ ქალს მორჩილად მისჩერებოდა

და რაღაცებსგულმოდგინედ,დაბეჯითებით

ღიღინებდა და ღიღინებდა

გაუჩერებლად.

 

და თან მხოლოდ კი არ მღეროდა, –

მთელ წარმოდგენას ასრულებდა

მიმიკებით,ტონით, მიმოხვრით.

ოღონდ ხმადაბლა,

მარტო მისთვის,

ვისაც კალთაში

ეჯდა და ვისაც

არ ესმოდა მისი არაფრით.

 

უცნაური მაინც ის იყო,

რომ ამ უტეხი უარყოფის მიუხედავად

ბავშვმა წრიალი ან ზლუქუნი კი არ დაიწყო,

მხოლოდ ხვეწნიანმზერიანი,

ხმას თანდათან ფრთხილად უწევდა

და თავის სახე

ქალისასთან მიჰქონდა ახლოს.

 

რაღაც მომენტში

შეამჩნია ქალმაცროგორღაც

და ყოველგვარი დაყვავების

ან მსგავსის ნაცვლად

შეაჯანჯღარა უცბად ბავშვი,

– ჩუმად იჯექი, არ გრცხვენია?!

რა გჭირსო, – ეცა.

 

გოგონამ ერთი

დამნაშავედ ახედადედას,

დეიდას, ბებოს

თუ არ ვიცი, – უბრალოდ ძიძას…

რომელიც იყოავტობუსში.

და მერე წყნარად,დანებებით

დამუწა პირი.

 

ქალმა განაგრძო მუსიკები, სახით ფანჯრისკენ,

ბავშვმა კი მისკენ ახლა უკვე უხმოდ ყურება…

 

რა გინდა, რომ ქნა!

დიდი-დიდი შენთვის დაასკვნა,

რომ სწორედ ასე იწვავენ ხოლმე

ხელისგულებზე ერბო-კვერცხებს

ჩვენი შვილები,

რომლებიც,მაინც,

ვერასოდეს გვიხდიან ამაგს.

 

 

 

1 2 3 4 5