გამარჯვების დღე

 

მამა შენ დაიბადე გამარჯვების დღეს

სულ მინდა გკითხო რას ნიშნავს შენთვის გამარჯვება

და როგორ თვლი ცხოვრებასთან გაიმარჯვე თუ დამარცხდი

ომის ქრონიკებიდან და ცხელი წერტილებიდან ამოზრდილო

რას ფიქრობდი როცა ომმა სახლი დაგიწვა  შენი თვალით უყურებდი ცეცხლის  ალს

რა ხდებოდა შენს თავს როცა დაცემულ სოხუმში შეიპარე

დამარცხებულად გრძნობდი თავს თუ გამარჯვებულად

და სადაც ფეხი მოიკიდე ყველგან ტყვია რატომ ისროლეს

შენი ნაშენები სახლები ცოცხლები არიან ახლა

როცა ტელევიზორში ამობენ ხარკოვი მარიუპოლი  დონეცკი

ო რა ქალაქები იყო შენ რა იცი რა ქალაქები იყო მეორე არ იყო ამ ქალაქების მსგავსი ქალაქთა ქალაქები იყო

შენ გზების კაცი ხარ არასოდეს ყოფილხარ მამაჩემი

შენი თვალი და ყური სულ სხვაგან იყო

ლიმონის ფორთოხლის მანდარინების ძირში ძილზე ოცნებობ ისევ

მინდა წახვიდე შენს ნამდვილ სახლში

და იცხოვრო შენი ნამდვილი ცხოვრებით

ცალი ფეხით თუნდაც იხოხო მაგრამ მიხვიდე შენს ნამდვილ თავთან

მითუმეტეს რომ შენ გამარჯვების დღეს დაიბადე

და შენ შემყურეს თავი მუდამ დამარცხებული მგონია

 

 

 

 

1 2 3