*     *      *

 

ჩემი ცივი ხელებიდან იშვა ოკეანეები,

ყოველ დილით ამ მარილიან წყლებში გრილდები,

ყოველ დილით მესმის

ტალღების დგაფუნის ხმა,

შენ თევზი ხარ.

შენი ლაყუჩები სასიცოცხლო ძალებს გამოსწოვს

ჩემს ოცნებებს,

განათებულ ღამეებში ვიძირებით,

მაღლა ვარსკვლავები ერთმანეთს ეჭიდებიან

რომ არ ჩამოცვივდნენ

და ეს ბალანსი მამშვიდებს,

ვერ შევერევით ვერსად

სადაც ჩვენი მისვლა თუნდაც ერთი ვარსკვლავის

ჩამოვარდნას უდრის,

მერე რა რომ მასზე აღმოცენდებიან ზღაპრები,

ვიღაც დაიჯერებს, რომ ეს მისი სურვილების  ასრულების

დასტური იყო.

ჩვენი ქალაქები ჩვენი თვალებითაა განათებული

და ჩაბნელებულ ქუჩებს გვერდს ვუვლით,

ჩემი ხელებიდან იშვა ოკეანეები ,

თევზი ხარ,

უდრტვინველად  ჩემს მარილიან წყლებში

მოფარფატე.

 

 

 

1 2 3 4