***

 

შენ ფიქრს შემაჩვევ ფიქრის დუმილს სევდას უხილავს

ყველა ღიმილზე მიპასუხებ მზერით დახრილით

ეს გაზაფხულის პირველი დღე ისე რუხია

თითქოს ცრუ კაცის გულის ბნელი მხარე ამხილეს

 

მოდი არ ვიყოთ სულელები ვიცით ორივემ

ჩვენზე კარგებიც არიან და ჩვენზე ცუდებიც

რომ მე ერთ დღესაც შემისრუტავს ფიქრის მორევი

შენ კი შენს ლამაზ ოცნებებში გაზაფხულდები

 

 

 

***

 

მე უკვე მოვკვდი რა გიამბეს ჩემზე ბიჭებმა

რომელი მხრიდან ამოვიდა თეთრი სურვილი

მტკივა კი არა მგონია რო გული მიჯდება

მობილურივით

 

 

 

 

1 2 3 4