* * *
ჯერ სანამ ისევ იქ აღმოჩნდი სადაც დღითიდღე
გაძლება ხდება გაღიმება სიბრტყეზე ცხოვრობ
ვერც ახლა ხვდები იმ ღიმილებს რატომ გითვლიდნენ
პირობას გაძლევ ვერც ამ სიკვდილს დაიმახსოვრებ
მე რა მოგიყვე მოულოდნელ გადაფრენებზე
ეს გული კიდე არ გიჩანდეს ეგ არ ჯობია
თუკი ამდენჯერ ჩაგაკვდება ღმერთი ხელებში
ვისაც უყვარხარ გერიდება როგორც ცოფიანს
შემოდგომაში გადასახლდე ეგეც საქმეა
ფოთლებთან ერთად დაგიცვივდეს წარმოდგენები
შენ რომ გიყვარდა ის ქალაქია
ლურჯი გზებით და ლურჯა ცხენებით
და მაინც ფიქრობ ვერ გიპოვის ერთი მხატვარიც
არ დაგიხატავს შუშის ბეღურებს
ახალს არაფერს არ ეცნობი ძველს თუ ადარებ
რა სასაცილო ადგილი გაქვს რა უხერხული
* * *
ჩემი სამშობლო ბურუსია და ნანგრევები
და დამარხული სათამაშო ჭადრაკის დაფა
როცა დავტოვებ მუჭა მიწას არ გავიყოლებ
ბავშვების საფლავს
აქ მტვერი ისე არ ედება წიგნებს ლარნაკებს
პალმების იქით უსიკვდილო აღარც მტვერია
ერთი მტკაველი მიწისთვის თუ ჯვარზე გაგაკრავს
მერე ის ჯვარიც დაუმტვრევია
