* * *
დიდი ხანია გარეთ ვდგავარ
დიდი ხანია თქვენ მოგელით
მთელი ცხოვრება გამეპარა
თქვენი ჭირი მე შემოგევლეთ
თქვენ არ იდარდოთ რა ხანია
ყოფნაში მხოლოდ კარი ვარ და
ძველს ვიხდენ კოხტად ახალივით
მას ვირგებ რამაც არ ივარგა
უპრეტენზიო ოსტატი ვარ
იმდენი სკამი გამიცივდა
თქვენ ისე ნელა მობრძანდებით
თითქოს მე ცაში არ მიცდიდნენ
* * *
შემოდგომა რომ დაბრუნდება მაღალი ჭერით
და სევდიანი წერილებით სავსე სეზონი
თქვენ ქალბატონო მაშინაც გჯერათ
რომ ჩემი დარდი უმიზეზოა?
შემოდგომა რომ მოდის ხოლმე მივდივარ სახლში
მელოდებიან წვიმით სველი თეთრი ფანჯრები
და მე გარწმუნებთ დრო ყველაფერს მარტივად წაშლის
მისი კვალიც კი აღარ დარჩება
შემოდგომა რომ არის ხოლმე გავდივარ თქვენგან
და ეს გზა დღემდეც იმსიბნელე და იმსიგრძეა
მეგობარი რომ გაბმულად რეკავს
და შენ პასუხი არ შეგიძლია