*

ეს ჩემი გული გამტყდარი სარკე
უწამლე მას ვინც საწოლში წევს
არც ისე ცუდი არც ისე კარგი
ოღონდ მე დამავიწყე
უწამლე ყველას ვინც ისრესს მუცელს
ვინც მინას მიაბჯენს შუბლს
მას ვისაც მაჯა ბოლოჯერ უცემს
და არავისი შურს
მას ვისაც შვილი მოუკვდა ანდა
სატრფო გაგზავნა შორს
უწამლე ყველგან იქნება სადაც
მასაც და მის გულისსწორს
უწამლე ჩემი მბჟუტავი გულით
გაუტეხავი ფიცით
მას ვინც გამხდარ ტანს გაოგნებული
უმზერს და მეტი იცის
და მერე მითხარ ის ერთი სიტყვა
როგორ გავენდო სხვას
სადამდეც გხედავ იქამდე ვიტან
ამ გულს ხავსიან ქვას
უწამლე ყველას მანახე ისიც
ვისზეც ვამყარებ იმედს
მე მუდამ ვრჩები ერთგული მისი
და მისთვის მათქმევინე

 

 

 

1 2 3 4 5