*

მხოლოდ ტანი და სათითე.
სხვასთან ვარ და სხვასთან მინდა.
ერთხელაც ვერ მიშველე,
ღმერთო, ღამეს მიმაბარე.
როგორც ძველი წინაპარი,
დარდის ბაღებს გიშენებ,

 

ჩემო მოუსვლელო შიშო.
დაუბადებელო პირმშოვ.
კალთა მფარავს ღვთიშობლის.
უწინ ვიყავ უფრო უკეთ,
კარგადყოფნაც გავაჩუქე,
დამანგრევდა, ვშიშობდი.

 

ახლა ვწერ და მზეზე ვწევარ.
ვიცი, მალე დამეწევა
გესლიანი მახვილი.
ყველაფერი დასრულდება.
ჩემი ჭერი დაცურდება.
დღეს ქორფა ბალახივით,

 

გულზე თუ დამაბიჯებდი.
გოგოები და ბიჭები
ბედნიერად დადიან.
მე კი უფრო სხვაგან მინდა.
მინდა, ჩემ თავს აგარიდო
და სხვას ვუმღერ, ცხადია.

 

ყველაფერმა გაიარა
უთქმელად და წამიერად,
ხელიც კი ვერ შევახე.
ადრე ვიყავ უფრო ცუდად,
მაგრამ შენ ხომ ასე გსურდა,
დაცემული გენახე.

 

იქნებ ერთხელ დამიძახო,
რა ცა ხარ ან რა მიწა ხარ.
მალე შენთან ჩამოვალ,
ისე მინდა დაგიჩოქო.
მე გიყურებ, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.

 

 

1 2 3 4 5