ჩახუტება

 

მე ვიცი, სადაც არის ჩემი ღმერთი:
სიმართლეში!
იქ გამოკეტეს,
კარიბჭეები ამოუქოლეს,
იზოლაციას კი იმითი ამართლებენ,
რომ გარეთ ვირუსია
და ვირუსი
უფრო მოხუცებს ემუქრება!
მოხუცია ჩემი ღმერთი,
დაუსუსტდა
იმუნიტეტი
და
ყველა ადამიანურ
მამაძაღლობაზე
მწვავედ რეაგირებს
სიყვარულით, სიბრძნით და სიმშვიდით.

2020 წლისაა
ჩემი ღმერთი,
ძალიან მოხუცდა
33 წლის ჯანღონით სავსე ბიჭი,
ჯვარზე რომ გააკრეს…

ახლა მის სახლებში
სხედან შიშის გამყიდველები
და შიშს
სიყვარულად ასაღებენ.
მუშტარი ბევრი ჰყავთ.

ჩამეხუტე,
ჩემო ტკბილო მოხუცო!
რა დისტანცია!

მომხვიე ხელი,
ჩემგან არ გადაგედება არაფერი.
არა ვარ საშიში…

33 წლის ბიჭივით ჩამეხუტე.
რას დაგაკლებ
2020 წლის ვირუსი?!

 

 

 

1 2 3 4