ფილმი იმ კრიტიკულ ზღვარზეა, რომლის იქით უკვე სატელევიზიო ფილმების ესთეტიკაა, შენი სარეჟისორო ოსტატობა სწორედ იმაშია, რომ შექმენი ნამდვილი კინო, რომელიც დაცულია სატელევიზიო ხერხების ცდუნებებისგან. როგორ დაძლიე ეს საშიშროება? თავიდანვეზუსტად იცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო შენი ფილმი?

– თავიდანვე ზუსტად ვიცოდი როგორი არ უნდა ყოფილიყო, იყო ერთგვარი ათვლის წერტილი.

 

ფილმი გაჯერებულია ნატურალიზმით, მაყურებელი ფილმის დასაწყისიდანვე დამაჯერებელ თხრობის ტონს ენდობა, მაგრამ ფინალში სიმბოლური, ერთგვარად ალეგორიული დასასრული უჩვეულოა – აღლუმზე ჩოხიან მამაკაცებს, კლოუნებს, ბუშტებიან ახალგაზრდებს და ცხენებს ვხედავთ. ამ გადმოსახედიდან ხომ არ ფიქრობ, რომ ჯობდა ფილმის ფინალი ცოტა სხვანაირად გაგეკეთებინა? მხედველობაში კონკრეტულად აღლუმის სცენა მაქვს.

– უფრო მაშტაბური რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, აჯობებდა. რაც შეეხება ჩოხიან მამაკაცებს, ბუშტებს და კლოუნებს, ეს ჩვენს რეალობაშიც ხშირად გვხვდება ნატურალიზმის პარალელურად.

 

 

 

როგორი იყო ფილმის გადასაღები მოედანი?

– ვერ ვიტყვი რომ ადვილი და კომფორტული გადაღება გვქონდა, რთული იყო როგორც ყველა გადაღება ბევრი ექსპედიციით, ვიღებდით სხვადასხვა რეგიონებში. პატარა ბიუჯეტის გამო დროშიც შეზღუდულები ვიყავით, ამიტომ გვიწევდა ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობა. ფილმის გადაღება 24 დღეში დავასრულეთ.

 

როგორ აღმოაჩინე ფილმისთვის ლოკაციები? ძალიან საინტერესო ადგილებია.

– ფილმის მხატვრის – გოგი ტატიშვილის  დამსახურებაა ამ ადგილების აღმოჩენა.

ფილმს ვიღებდით აჭარაში, ქუთაისში, ქართლში, თბილისში, წითელი ხიდის გზაზე და წალკაში.

 

1 2 3