ახალი ქართული ფილმის “აღლუმის” მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართაფილმი ნაჩვენები იყო ასევე ქუთაისის კინოფორუმზე და გახსნის ფილმი წარმოდგენილი იქნება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც სამ დეკემბერს დაიწყება. ფილმი ტრაგიკომედიის ჟანრს განეკუთვნება და ის ირაკლი სამსონაძის სცენარის მიხედვით არის გადაღებული. “აღლუმს” წარმატებულ საფესტივალო ცხოვრებას ვუსურვებთ, ჩვენ  კი მის რეჟისორს ნინო ჟვანიას გავესაუბრეთ.

 

 

რა იყო “აღლუმამდე”, როგორი შემოქმედებითი გზა გაიარე, რომელმაც წარმატებულ სადებიუტო ფილმამდე მიგიყვანა?

– 2011 წელს დავამთავრე გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (სერგეი სოლოვიოვის სახელოსნო)

აღლუმამდე გადაღებული მაქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

 

რა არის შენთვის “აღლუმი”, რა იყო პირველი იმპულსის მომცემი, რამაც ამ ფილმის გადაღება გადაგაწყვეტინა?

– აღლუმი ჩემთვის არის ფილმი ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, მხიარულებაზე, სევდაზე, რომელიც სულ თან დაგვყვება.

როდესაც ირაკლი სამსონაძის სცენარი წავიკითხე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორის ჯონ კასავეტესის “ქმრები” გამახსენდა, ეს იყო მთავარი იმპულსი.

 

 

“აღლუმი” ბოლო პერიოდის ფილმებს შორის ის იშვიათი ბედნიერი გამონაკლსია, რომელიც გამოირჩევა მსახობების უზადო, ბუნებრივი, გულწრფელი და სადა თამაშით, გაგიჭირდა მსახიობებთან მუშაობა? რამე გამორჩეული მეთოდი ხომ არ გაქვს  მსახიობებთან მუშაობისა?

– ბუნებრივობა და გულწრფელობა თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, გაჭირვებით არ გამჭირვებია, პირიქით დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი სამივესაგან. თავიდან უჩვეულო იმპროვიზაცია და თავისუფლება ცოტათი ეეჭვებოდათ, თუმცა რამოდენიმე დუბლის ნახვის შემდეგ ზუსტად აღიქვეს რა მინდოდა და რას ვაკეთებდით. თვითონაც მოსწონდათ, მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა, უსაზღვროდ ნიჭიერები არიან. მიდგომას რაც შეეხება ყველასთან ინდივიდუალურია თავისთავად.

 

ფილმის გმირებზე რომ უფრო მეტი მოგვიყვე: თუ ჰყავთ რეალური პროტოტიპები, თუ გქონდა ფილმისთვის  ინსპირაციის წყარო.

– ეს არის სამი შუახნის მამაკაცის მეგობრობის ისტორია, რომელიც ღრმა ბავშობიდან მოჰყვებათ, სამივე გმირი განსხვავდება ერთმანეთისგან ცხოვრების წესით, პროფესიით, ხასიათით. რეალური პროტოტიპები არ მყავდა.

 

1 2 3