გამოყოფილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესახებ ინფორმაცია

წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის საეთერო დრო გამოყოფილია 2020 წლის 11 სექტემბრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისთვის.

საქართველოს პირველ არხზე და საქართველოს რადიო FM 102.3-ზე ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა, ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის შეადგენს 12-12 წუთს.