საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.