საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნოსთაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის მედია სტრატეგია

საქართველოში ათწლეულების განმავლობაში ეროვნული ერთიანობის, ეთნოსთაშორის, რელიგიათშორის ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხში მრავალი გადაუჭრელი სირთულე დაგროვდა, რომელთა გადასაჭრელადაც სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმალვობაში სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებდნენ.

წინამდებარე სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციას, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპულ ჩარჩო კონვენციას, საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“, მათ შორის „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლს („თ პუნქტი), რომლის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება“;