რადიო პირველი არხის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევი კონკურსი

საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო პირველი არხის 2018-2019 წლების საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად აცხადებს კონკურსს შემდეგ მიმართულებებზე:

  • ორიგინალური რადიო იდეა
  • შემეცნება-განათლება
  • კულტურა
  • გართობა-შემეცნება

კონკურსის მიზანია, შეირჩეს მაღალი ხარისხის რადიოპროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს მაუწყებლის აუდიტორიის ინტერესებს და შესაბამისობაში იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მისწრაფებებთან.

2018-2019 წლების სამაუწყებლო სეზონისთვის პროექტების შერჩევისას ვხელმძღვანელობთ მაუწყებლობის შესახებ კანონში გაწერილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების  გათვალისწინებით.

შემუშავდა რადიო პირველი არხის სამაუწყებლო ბადე, დადგინდა ეთერში გასვლის პერიოდულობა, ქრონომეტრაჟი და ეთერში გასვლის საორიენტაციო დრო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე ხსნის სივრცეს ორიგინალური იდეებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი. პროექტების თემატიკა და ფორმატი შეუზღუდავია.

 

კონკურსის პირველი ეტაპი გრძელდება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.