ირინა ფუტკარაძე
ირინა ფუტკარაძე

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

განათლება:

თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტის სრული კურსი ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით;

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერისტეტი. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

ლ/კ უნივერსიტეტი ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობით, ტელე-რადიო ჟურნალისტის კვალიფიკაცია;

სამეცნიერო ხარისხი – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი;

 

სამუშაო გამოცდილება:

2013 წლიდან დღემდე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პედაგოგი (დემოკრატია და მოქალაქეობა);
2011 წელი დღემდე – ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველის“ დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე;

2003-2011 წ.წ. – ა(ა)ი პ „ჯანმრთელი სამყარო“ – თავმჯდომარე;

1996-2002 წ.წ. – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაცია. ტელეკომპანია „მე-2 არხის“ ინფორმაციისა და სპორტის მთავარი რედაქციის პასუხისმგებელი გამომშვები;

1995-1996 წ.წ. – ტელეკომპანია „მე-2 არხი“ სტუდია „ექოსკოპის“ რედაქტორი;

1994-1999 წ.წ. – საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა „ტაიმ-აუტი“ რედაქტორი;

1993-1994 წ.წ. – ტელეკომპანია „მე-2 არხის“ ინფორმაციისა და სპორტის მთავარი რედაქცია, კორესპონდენტი;

 

საზოგადოებრივი საქმიანობა:

2012-2015 წელი – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 1-ლი ჯგუფის (დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა) კოორდინატორი;
2013 წელი – დღემდე – სახალხო დამცველის აპარატი – პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი;
2011 წელი – დღემდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი;
2009-2011 წელი – კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისათვის“ დამფუძნებელი გამგეობის წევრი;
2006-2009 წელი – კოალიცია „დემოკრატიისათვის“ გამგეობის წევრი;

 

პროექტები:

1. 2015-2016 წლები – სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა ინტეგრაცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. კოორდინატორი;
3. 2015 წელი, „პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. კოორდინატორი;
4. 2014-2015 წ. – პროექტი „პატიმარ, ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის“, EU ექსპერტი;
5. 2014-2015 წლები – მცხეთისა და გორის რაიონის მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა. დონორი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ (OSGF), კოორდინატორი;
6. 2014 წელი – ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის და ნდობის გაზრდა – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით, კოორდინატორი;
7. „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და თბილისის დევნილთა ჩასახლებებში და კონფლიქტის პირა სოფლებში“ – ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით (OSGF), კოორდინატორი;
8. 2014 წელი – „ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მასტიმულირებელი მექანიზმების შემუშავება“ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით), კოორდინატორი;
9. 2014 წელი – ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით „სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“ (FES), ხელმძღვანელი;
10. 2012-2014 წელი – პროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგი და ხელშეწყობა“ NED-ის მხარდაჭერით (National Endowment for Democracy), დირექტორი;
11. 2013 წელი – პროექტი „ჯანდაცვის უფლების მონიტორინგი და ხელშეწყობა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში“ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით (OSGF) დირექტორი;;
12. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვება გორისა და ქარელის კონფლიქტისპირა სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით (OSGF), კოორდინატორი;
13. 2013 წელი – „საარჩევნო პროცესებში ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ამომრჩევლის როლის გააქტიურება“ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით, ხელმძღვანელი;
14. 2012 წელი პროექტი „გორისა და ქარელის რაიონებში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობა“ – ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ მხარდაჭერით (OSGF), დირექტორი;
15. 2013 წელი – „გორისა და ქარელის რაიონში კონფლიქტისპირა სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებში არჩევნების დაკვირვება“ – ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით (OSGF), კოორდინატორი;
16. 2012 წელი – პროექტი: „გორისა და ქარელის რაიონებში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობა“, დონორი – ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ (OSGF), კოორდინატორი;
17. 2012 წელი – „ეთნიკური უმცირესობების ქალთა აქტივიზაცია საარჩევნო პროცესებში“. დონორი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“, დირექტორი;
18. 2011 წელი – ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი – უფლებადარღვეული მოქალაქეების ადვოკატირება (OSGF), კოორდინატორი;
19. 2012-2013 წლები – პროექტის „პატიმართა ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის მინიტორინგი და ხელშეწყობა (OSGF), კოორდინატორი;
20. 2008 წელი – სამოქალაქო საზოგადოების მესამე ეროვნული კონგრესი, დონორები ნიდერლანდების სამეფო საქართველოში, შვეიცარიის კონფედერაციის სალჩო საქართველოში, კოორდინატორი;

გამოცემები:

2014-2015 წელი – მცხეთისა და გორის რაიონის მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა, ავტორი;
2014 წელი – ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის და ნდობის გაზრდა;
2013 წელი – საარჩევნო პროცესებში ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო პასუხისმგებლობების გაზრდა და ამომრჩევლის როლის გააქტიურება;
2012 წელი – ეთნიკური უმცირესობების ქალთა აქტივიზაცია საარჩევნო პროცესებში;