#რადიოკალენდარი - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იუბილე
#რადიოკალენდარი - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იუბილე

140 წლის წინ, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – 1879 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსდა. „თუმცა ჩვენი საზოგადოება იწოდება წერა-კითხვის გამავრცელებლად, მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, ვითომ მის დამაარსებლებს სახეში ჰქონებოდეთ მხოლოდ წერა-კითხვის სწავლება“ – წერდნენ საზოგადოების დამფუძნებლები. არ დარჩენილა ქართული კულტურული, საგანმანათლებლო და სულიერი ცხოვრების არც ერთი მხარე, რომელსაც საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია და არ ჩაერთო. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორიის გაცნობა თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ასეთი ერთსულოვანი ქართული საზოგადოება, ჩვენი ისტორიის მანძილზე, იშვიათად ყოფილა.
გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილესთან ლევან თაქთაქიშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ საუბრობს.