პიკის საათი - ტვიფრი საქართველოს მეფეების სერიის საკოლექციო მედლების გამოშვებას იწყებს
პიკის საათი - ტვიფრი საქართველოს მეფეების სერიის საკოლექციო მედლების გამოშვებას იწყებს
  • საქართველოში პირველი სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმა „ტვიფრი“ და გრაფიკული დიზაინერი ივა ჯანეზაშვილი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – საქართველოს მეფეების სერია, და სერიის პირველ საკოლექციო მედალს „ვახტანგ გორგასალი“, რომლის გამოშვება 2022 წლის ზაფხულში იგეგმება.

ანტიკური დაძველებით შესრულებულ საკოლექციო მედალში გაერთიანებულია ლეგენდარული ქართველი მეფის სახე, სიმბოლოები, ბრწყინვალება და ცნობილი ბრძოლა სპარსელებთან. მედალზე დატანილ თითოეულ დეტალს აქვს სიმბოლური დატვირთვა, მასზე დატანილი წარწერები შესრულებულია შრიფტით, რომელიც თემესტიას წარწერებისა და ბოლნისის სიონის წარწერების მიხედვით შეიქმნა.

მედლის ავერსზე აბჯარასხმული მეფე ვახტანგ გორგასალია გამოსახული. ვახტანგ მეფეს მარჯვენა ხელში ხმალი აქვს აღმართული ჯვრის გამომსახველობითი ფორმით, როგორც წმინდანად შერაცხული მეფე. გორგასალს მარცხენა ხელზე შევარდენი უზის და თბილისის დაარსების ცნობილ ლეგენდას გამოსახავს. მედლის რევერსზე სპარსელებთან ბრძოლის კომპოზიციაა წარმოდგენილი.

სერიის პირველი საკოლექციო მედალი მოიჭრება ლიეტუვის ზარაფხანაში ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 500 ერთეული.

სტუმრები:  ლადო მირიანაშვილი – ისტორიკოსი; დავით მაისურაძე –  ორიგინალური შრიფტის ავტორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: