ლიტერატურული საუბრები - ბესიკ გაბაშვილი [გადაცემა III]
ლიტერატურული საუბრები - ბესიკ გაბაშვილი [გადაცემა III]

ბესიკ გაბაშვილის  პოეზიისათვის დამახასიეთებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახალი სახეობანი. ქართული პოეზიის არაერთი ორიგინალური მეტაფორა ბესიკის სახელს უკავშირდება („სევდის ბაღი“, „ცრემლთა ისხარნი“, „შავნი შაშვნი“) ბესიკის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია.