იგს BOX-ი - მოზარდებისათვის, 17 ივნისს
იგს BOX-ი - მოზარდებისათვის, 17 ივნისს

გადაცემის წამყვანთან, ქრისტინე სამხარაძესთან ერთად გთავაზობთ:

  • FM ბლოგერს სერიალის შესახებ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელზე მეტია რაც დასრულდა, დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, გუნდის სერიალების ექსპერტის, თამუნა მინდიაშვილისაგან
  • Flashback-ში მათე გულუა მოგიყვებათ ადამიანზე, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივად ეკავა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტი და თვალს გადაავლებს მისი მმართველობისას განვითარებულ მოვლენებს
  • ვირტუალურ-ექსპერიმენტული კარაოკეს სტუმრის, ნინა ესვანჯიას მიერ შესრულებულ Emeli Sande-ს პოპულარულ ჰიტს Read all about it
  • ელისაბედ ბედიაშვილის „სანიშნეს“ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წამატებული მხედართმთავრის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი და მეტისმეტად სკანდალური ვერსიით
  • მუსიკალური ბლოკის, ჰიტ პოინტის წამყვანი,მარიამ მდივნიშვილი ოცდაშვიდინელთა კლუბის ყველაზე სახელგანთქმული მუსიკოსების ექვსეულის კიდევ ერთ წევრს წარმოგიდგენთ და მოგასმენინებთ სხვადასხვა დროის პოპულარულ ჰიტებს.