13 იანვრის საინფორმაციო გამოიშვება
13 იანვრის საინფორმაციო გამოიშვება
  • სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხის გარკვევა საქართველოს საპატრიარქოში პროტო-პრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს დაევალა, ამის შესახებ ზვიადაძემ პირველ არხს თავად განუცხადა.

    მისი თქმით, ამ საკითხზე სერბეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. მამა გიორგი ზვიადაძე ვარაუდობს, რომ სერბეთის საპატრიარქოდან პასუხს ორშაბათს მიიღებს.

    ამ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  რომ მომხდარის დეტალებს საქართველოს საელჩო სერბეთის საპატრიარქოსთან არკვევს.

    სამხრეთ ოსეთის, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის შესახებ. გასაჯაროვდა შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალაც.

  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გასამართლებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ მწვავე განცხადებით ეუთო ეხმიანება. თავისუფალ მედიაზე თავდასხმა – ასე აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია აზერბაიჯანული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

    მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ  სასამართლოს განაჩენი ცრუ ბრალდებებს ეფუძნება და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის აშკარა მაგალითია.

    ეუთოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.

    ეუთოს განცხადებას ოფიციალური ბაქო უკვე გამოეხმაურა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს და მასთან სოლიდარულ ყველა ინსტიტუტს აზერბაიჯანთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული, ობიექტური არატენდენციური მიდგომა მართებს.

  •  ეუთოს განცხადებამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოუწოდა, აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზე გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩატარდეს.    ვაშინგტონი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაათავისუფლოს აფგან მუხტარლი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის არიან დაკავებული.
  •    აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს ეხმაურებიან ევროპულ საქართველოში.

    ლევან თარხნიშვილის განცხადებით,  ოპოზიციური პარტიის წევრებს შეკიხვები ისევ ხელისუფლებასთან აქვთ, – როგორ აღმოჩნდა მუხთარლი თბილისის ცენტრიდან ბაქოში.      გამოძიების გაჭიანურება კი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფიდათ იმოქმედებს.

  •  თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს.

    კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან და თბილისის ვიცე – მერმა გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს.

     

    კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის თვიური ხელფასია  – 3 ათას 180 ლარი; ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე – 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები – თვეში საშუალოდ – 6  150 ლარს აიღებენ.

  •   დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამუშაოდ სითი ინსტიტუტს დამატებითი დრო მიეცა.

    შესაბამისი პროექტი მათ 45 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მერიის სამსახურებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

    თბილისის გენ.გეგმასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ დამატებითი კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა.

  • ნისლის გამო, თბილისის საერთშორისო აეროპორტში ხუთი რეისი გადამისამართდა და სამი გაუქმდა, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.     კიევი-თბილისი და მოსკოვის-თბილისის რეისები დედაქალაქის ნაცვლად, ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში დაჯდა.

    ამ წუთისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს.

  •    საავტომობილო გზების ნაწილზე, უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები, მოხსნილია.

    თუმცა რჩება რთული მონაკვეთები, ნაქერალას უღელტეხილზე და კობი-გუდაურის გზაზე გადაადგილება ისევ სრულად, ყველა სახის ტარნსპორტისათვის აიკრძალა.

    გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოძრაობის აღდგენა მოხერხდა, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, სადაც გუშინ მეწყერული პროცესის გააქტიურიების გამო გადაადგილება აიკრძალა.    ამ დროისთვის უკვე დაშვებულია მოძრაობა კალა- უშგულის მონაკვეთზეც.

    სინოპტიკოსების ცნობით, 17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი, დასავლეთ რაიონებში კი წვიმაა ნავარაუდევი.

  •    სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები 51 საჯარო სკოლასთან, სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახს მოედო.

    დამწვარია სკოლის ინვენტარი და დაახლოებით 20 კვადრატული მეტრის ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ხანძრი უკვე ლიკვიდირებულია.

    ერთ-ერთი ვერსიით, აალება, სავარაუდოდ მიმდინარე სარემონტო სამუშაობს უკავშირდება, რაც სპეციალური ტექნიკით ხორციელდება. ზუსტ მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

  • .   დედაენის ბაღში საახალწლო კონცერტისთვის ემზადებიან. მუსიკალურ საღამოზე სტეფანე მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად წარსდგება.

    კონცერტი საღამოს 11 საათზე დაიწყება, იქამდე კი პარკში სხვადასხვა დიჯეი დეაუკრავს.

    დედაენის ბაღში “საახალწლო სოფელი” სტუმრებს 24 დეკემბრიდან მასპინძლობს.

დატოვე კომენტარი