12 იანვრის საინფორმაციო გამოშვება
12 იანვრის საინფორმაციო გამოშვება
  • რა ფორმით ჩამოყალიბდება საბოლოოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე შემუშავებული კანონპროექტი ჯერ უცნობია. საკითხზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიაში შეკრებილი ხვადასხვა სფეროს წრმომადგენლები მსჯელობდნენ. მხარეებმა დღეს განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.
    საკიტხზე გამნცხადებები გააკეთეს, ბათუმში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის წარმომადგენელმა.

    ხატია ჯამალაშვილი საუბრობს ვრცლად თემაზე პირდაპირ ეთერში.

  • დედაქალაქის მერია „სიტი ინსტიტუტ- საქართველოს“ თბილისის განვითარების გენ გეგმაში ცვლილებების შესატანად ვადას, დღის ბოლომდე აძლევს. 
    Kკომპანიამ, უნდა დაასახელოს კონკრეტული თარიღი, რამდენ დღეში შეცვლის მერიის მიერ დაწუნებულ საკითხებს.
    თბილისის მთავრობას პრეტენზიები კონკრეტულ მიმართულებებზე აქვს.
    ესენია ზონირების სისტემა, სატრანსპორტო საკითხები და გენ-გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა.
    „სიტი ინსტიტუტ საქართველო“ მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა, კომპანიაში აცხადებენ რომ მიღებული დაკვეთა სრულად შესრულდა და ქალაქის არქიტექტურის სამსახურს დოკუმენტით ხელმძღვანელობა შეუძლია.

    ელიტა ანდღულაძე საუბრობს თემის დეტალებზე პირდაპირ ეთერში.

  • ორშაბათს განახლდება, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმის დაკითხვა.
    გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელმაც 2004 წლის 24ი ნოემბრის ღამეს გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევითი გასროლა მოახდინა, რამაც რობაქიძის გარდაცვალება გამოიწვია, აცხადებს, რომ ჩხრეკისას დაკავებულებს იარაღი არ ჰქონდათ.
    პროცესზე მოწმის დაკითხვას ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარის პოზიციით, პროკურატურა ცდილობს მოწმეს ბრალდებულების საწიინააღმდეგო ჩვენება მიაცემინოს და მათ დანაშაულზე მიუთითოს. საქმეზე ბრალი კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს გურამ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, გიორგი ბარბაქაძეს და დავით იაშვილს აქვთ წარდგენილი.
  • ფოთის პორტში ნავთობ-გადამზიდი კომპანიების წილებთან დაკავშირებით, დავით კეზერაშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
    მომჩივანი ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე იყო, დავის საგანი კი ფოთის პორტში მდებარე ნავთობ-გადამზიდავი კომპანიების წილები.
    ნიჟარაძის მტკიცებით, აქტივები მას იძულებით დაათმობინეს, კეზერაშვილის დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ბიზნესმენს ფულადი კომპენსაცია ჰქონდა სანაცვლოდ მიღებული. საბოლოოდ სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასკამარისად მიიჩნია.
    პროკურორის თქმით, კი მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას.
    თამაზ ნიჟარაძის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკური გარიგების შედეგია.
  • აზერბაიჯანულმა სასამართლომ, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
    აღსანიშნავია, რომ პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
    აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა- ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

    სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვაფასებთ, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა.

    „ეს ორგანიზებული დანაშაული საქართველოში მოხდა და აზერბაიჯანში გაგრძელდა. – აღნიშნა მუსტაფაევამ.

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრეს მათ, ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმული რეკომენდაციებიც. შეხვედრას, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახალხო დამცველის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
  • პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე, შესაძლოა ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს- განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
    როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები სუსტია და საკანონმდებლო ორგანო მუშაობს იმისთვის, რომ ეს ფუნქციები უფრო ეფექტური გახდეს.

    რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ადგილობრივებს სოფელ დუისის მეჩეთში. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
    სულხან სალაძეს, პანკისის იმამსა და ადგილობრივებს შორის განსახილველი თემა გასული წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია და ამ დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე იყო.
    შეხვედრის დასრულების შემდეგ სულხან სალაძე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ხეობის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები სისტემატურად უნდა იმართებოდეს და ამ პროცესში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ხელისუფლება.
    შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან იმამის წარმომადგენელმაც ისაუბრა. მისი თქმით, „მოთხოვნა არის იგივე, რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ და დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს. ასეთი შეხვედრები აუცილებელია, ხელისუფლება ძალიან იშვიათად ჩამოდის“, – ამბობს მუსა პანკისელი.
    შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ სოფელ დუისში დაკრძალეს. ის გასული წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • დაუბრუნდება თუ არა პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რამდენიმე დღეში გაირკვევა.
    პრეზიდენტის გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი.
    გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლებს შეხვდა. ისინი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ.
    შენიშვნები ძირითადად კანონის იმ რეგულაციებს ეხება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს კომერციული რეკლამის განთავსებისა და შესყიდვების ახლებურად განხორციელების უფლებას და სტარტაპების დაფინანსების საშუალებას.
    ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას შესაბამისი დასაბუთებით მიიღებს.

    მაუწყებლობის კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს ეხმაურებიან საკანონმდებლო ორგანოს წევრები.
    უმცირესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებები მედია სექტორს დააზიანებს და ისინი გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს დაუჭერენ.
    განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, რომელმაც ინიცირებულ პორექტს მხარი სამი მოსმენით დაუჭირა.
    დეპუტატები ვეტოს დაძლევაზე საუბრობენ. მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს რომ საკითხზე გადაწყვეტილებას შენიშვნების შინაარსიდან გამომდინარე მიიღებენ.

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს. დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა მომდევნო კვირიდან დაიწყება.
    საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ ჭელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ დღგ-ს სტანდარტებთან დაკავშირებით, ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება ევროკავშირს.
    მისივე თქმით ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მისასალებელია, რადგან, აქამდე არსებული სისტემის გამო, ბიზნესს ბიუროკრატიულ პროცესებთან ჰქონდათ შეხება.
  • The Guardian-მა 2018 წელს შვებულების გატარებისთვის საუკეთესო ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალი შეადგინა.
    ჩამონათვალში ბრიტანული გამოცემა ასევე ასახელებს ამ ქვეყნების ცნობილ კულტურულ ძეგლებს, სანაპიროებსა თუ მუზეუმებს, რომელთა ნახვასაც ტურისტებს ურჩევენ.
    წარმოდგენილ 40 ქვეყანას შორის საქართველო, კერძოდ კი თბილისიც შევიდა.
    სტატიაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე კულტურის მეშვეობით, თბილისმა მსოფლიოში დამსახურებული ადგილი დაიკავა.
    რაც შეეხება ღამის ცხოვრებას – ისეთმა კლუბებმა, როგორიცაა -„ბასიანი“ და „ხიდი“, საქართველოს დედაქალაქი „ქლაბერთა“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილად აქცია.
    ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ იტალიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ისლანდიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ქალაქები.
    საქართველოს დედაქალაქი 2018 წლის შვიდ გამორჩეულ ქალაქს შორის CNN-მაც დაასახელა.
  • საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რის საპასუხოდაც პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
    აქციაზე შეკრებილები იმ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რომელიც დასაქმებულებს გაფიცვის უფლებას უზღუდავს.
    24 საათით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაიფიცნენ რომშიც. დასაქმებულები ნოემბერში გაფორმებული შეთანხმებით არიან უკმაყოფილო, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტის სფეროს მომუშავეებს მიაჩნიათ, რომ მათი სამუშაო პირობები გაუარესდა.
    გაფიცვის გამო, დღეს დილიდან არ მუშაობს მეტროპოლიტენი, ავტობუსი და ტრამვაი.
    რომის მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად, ქალაქის ისტორიულ უბნებში მსუბუქ ავტომობილებს დროებით გადაადგილების ნება დართო.
დატოვე კომენტარი