ჩინური დღიური 21.05.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

მოსახლეობის აღწერა: როგორ შეიცვალა ჩინეთის დემოგრაფია ბოლო ათი წლის განმავლობაში

ჩინეთში მეშვიდე საყოველთაო მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც 2020 წელს ჩატარდა. 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობა 72 მილიონით გაიზარდა და 1 მილიარდ 412 მილიონი ადამიანი შეადგინა. საშუალო ზრდა წინა ათწლეულთან შედარებით შემცირდა: 2000-2010 წლებში მოსახლეობა წელიწადში 0,57% იზრდებოდა, ხოლო 2010-2020 წლებში – 0,53%.

აღწერის შედეგები შობადობის შემცირების ტენდენციას აჩვენებს. 2020 წელს ჩინეთში მხოლოდ 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც ერთნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს, როდესაც 1979 წლიდან მოქმედი პოლიტიკა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“ გაუქმდა. მისმა გაუქმებამ მკვეთრი ზრდა მხოლოდ საწყის ეტაპზე გამოიწვია.

დღეს ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 1,3 შეადგენს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. დემოგრაფები ამტკიცებენ, რომ ციფრები შემცირდება და უახლოეს წლებში შობადობა შეიძლება 10 მილიონამდე დაეცეს. მათი შემოთავაზებაა შობადობის თითოეულ ახალშობილზე 1 მილიონი იუანის (150 ათასი დოლარი) ფულადი ჯილდოთი წახალისება.

ამასთან ეს ციფრებიც კი შესაძლოა გაზრდილი იყოს. ადრე Financial Times, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსახლეობის რაოდენობა რეალურად 1,4 მილიარდზე ნაკლებია.

რას ნიშნავს ეს? შობადობის შემცირება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მიუთითებს. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანისთვის პრიორიტეტს განათლება და კარიერა წარმოადგენს. თუმცა ამავდროულად იზრდება ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში. დღეს ჩინეთში 880 მილიონი 16-59 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანია, თუმცა წლების განმავლობაში ეს ციფრი მცირდება, რაც დემოგრაფიულ ზეწოლას ზრდის.

მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ზღვა ჩვენია: როგორ აიძულა პეკინმა „როსნეფტი“ დაეტოვებინა სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ჩინეთი უცხოურ ნავთობ-კომპანიებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვიდან აძევებს და რუსული კომპანიები, მიუხედავად პეკინისა და მოსკოვის მეგობრობისა, გამონაკლისს არ წარმოადგენენ.
მაგალითად, მაისის დასაწყისში „როსნეფტი“ ვიეტნამის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში მიმდინარე ყველა პროექტიდან გავიდა და ისინი მთლიანად სახელმწიფო „ზარუბეჟნეფტს“ გადასცა. ვიეტნამში „როსნეფტი“ ბუნებრივი აირის და კონდენსატის საერთო მოპოვებასა და ბლოკ 06.1-ში გეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებში (Rosneft Vietnam B.V.-ს წილი 35%) მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში სამი აირკონდენსატური საბადოს – Lan Tai, Lan Do და PLD შექმნა იგეგმებოდა.

Lan Do-ს საბადო 85 კილომეტრით შედის სადემარკაციო ხაზის შიგნით, რომელსაც პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების მოსანიშნად იყენებს. რუსული კომპანიის ყოფნა სადავო ტერიტორიების ამ რაიონში პეკინის მხრიდან ადრეც ნეგატიურად აღიქმებოდა და 2018 წელს „როსნეფტის“ პროექტები ვიეტნამში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკის ქვეშ მოექცა. საკუთარი სიტყვიერი პრეტენზიები ჩინეთმა ქმედებებით გაამყარა: რაიონის სადარაჯოდ, სადაც ბურღვითი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, სანაპირო დაცვა გააგზავნა.

„როსნეფტი“ რუსულ-ჩინურ ენერგეტიკულ პარტნიორობაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. კომპანიას CNPC-სა და სხვა ჩინურ ნავთობმომპოვებელ სახელმწიფო კომპანიებთან, მათ შორის Sinopec-თან და CNOOC-თან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვს. ჩინეთის მხრიდან ვიეტნამში „როსნეფტზე“ ზეწოლის ეს შემთხვევა პირველი არ არის: 2020 წლის ზაფხულში კომპანია იძულებული გახდა ბრიტანულ კომპანია Noble Corp-ისგან გეოლოგიური სადაზვერვო დანადგარის (ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში) შეძენის კონტრაქტი გაეუქმებინა. “როსნეფტისთვის“ ჩინეთთან პარტნიორობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროექტები ვიეტნამში: ჩინეთში რუსული სახელმწიფო კომპანია საექსპორტო ნავთობის 50% მეტს ჰყიდის, ჩინელ პარტნიორებთან ერთად მრავალმილიარდიანი საავანსე გადახდების სქემების რეალიზება ხდება, ხოლო ჩინური კომპანიები მეგაპროექტ Vostok Oil-ს რეალიზაციაში მნიშვნელოვანი პარტნიორები უნდა გახდნენ.


ამასთან აღსანიშნავია, რომ „როსნეფტი“ ვიეტნამურ აქტივებს არ ტოვებს, არამედ მას ასევე სახელმწიფო კომპანია ზარუბეჟნეფტზეჰყიდის – ანუ რუსეთის და ვიეტნამის პარტნიორობა არ დაზარალდება. მიუხედავად ამისა, რუსეთის მთავარი ნავთობკომპანიის წასვლა მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის, როდესაც ჩინეთი პოლიტიკურ საკითხებში რუსეთის მოთამაშეებზე ზეწოლისთვის ეკონომიკურ ბერკეტს იყენებს.

ჩინეთი ცენტრალურ აზიაში: დიდხანს და საფუძვლიანად?

11-12 მაისს სიანში (შენსის პროვინცია) ცენტრალური აზიის ქვეყნების და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ეს ექვსი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატების პირველი ღია შეხვედრაა C5+1 ფორმატში, რომელიც 2020 წელს პანდემიის დროს დაიბადა.

ჩინეთს დიდი ხანია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან არასაკმარისი ინსტიტუციური ურთიერთობების გამო აკრიტიკებენ, რადგანაც პეკინი, როგორც წესი, ორმხრივი არხების მეშვეობით მუშაობას ამჯობინებს. ფორმატის „ჩინეთი + ცენტრალური აზია“ შექმნა ჩინეთის მკაფიო რეგიონული პოლიტიკის ფორმირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, დიალოგის მსგავსი მოდელი რეგიონის ქვეყნებთან სხვა მსხვილ არარეგიონულ სახელმწიფოებს აქვთ და ჩინეთი (უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის) ამ ტრენდს ვერ ჩამორჩებოდა.

შეხვედრის შედეგები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ საკუთარ განცხადებაში „კონსენსუსის რვა პუნქტი და ათი შედეგი“ შეაჯამა. ჩინელ მინისტრს პრინციპულად ახალი არაფერი უთქვამს: მან თანამშრომლობის გაგრძელების მზაობაზე, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის, „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მშენებლობის ფარგლებში, ასევე ურთიერთპატივისცემასა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობაზე ისაუბრა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მომენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს:

–    შეხვედრაზე „ჩინეთი + ცენტრალური აზია“ ფორმატში რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს;
–    განიხილეს ავღანეთის პრობლემები (ამერიკული ჯარების გასვლის ფონზე, პეკინმა მოუწოდა ვაშინგტონს ეს მეზობელი ქვეყნების ინტერესების გათვალიწინებით გააკეთოს);
–    ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში ვან იმ რეგიონში ჩინური ვაქცინის მიწოდების და დამატებითი ინვესტიციების განხორციელების საკითხები შეათანხმა;
–    მხარეებმა 30 წლიანი თანამშრომლობის გეგმის შემუშავების დაწყების შესახებ განაცხადეს;
–    პეკინმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა ცენტრალურ აზიასთან უფრო დეცენტრალიზებული იქნება (ანუ პროვინციებს ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის საკითხებში მეტი უფლებამოსილება მიენიჭებათ);
–    პეკინი დიდ აქცენტს რბილ ძალაზე აკეთებს (რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების, არქეოლოგიის, ტრადიციული ჩინური მედიცინის ცენტრები და ლუ ბანიას სახელობის ტექნოლოგიური სახელოსნოები გაიხსნება).

ჩინურმა მარსმავალმა წითელ პლანეტაზე საკუთარი მისია დაიწყო

15 მაისს ჩინეთი აშშ-სა და საბჭოთა კავშირის შემდეგ ოფიციალურად გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც თავისი აპარატი მარსის ზედაპირზე დასვა. კოსმოსური აპარატი ტიანვენ-1, რომელმაც სახელი ციუ იუანის პოემა „შეკითხვები ზეცისადმი“ საპატივსაცემოდ მიიღო, პლანეტის ზედაპირზე უტოპიას ველის სამხრეთ ნაწილში დაეშვა.

ახლა მარსმავალ „ჩჟუჟუნს“ (ცეცხლის ღვთაება) პლატფორმიდან ჩასვლა და პლანეტის ზედაპირის შესწავლა მოუწევს. როვერის ამოცანებს შორისაა ყინულის და მიწისქვეშა წყლების მოძებნა, ასევე სხვა გეოლოგიური კვლევები. „ჩჟუჟუნი“, როგორც მოსალოდნელია, პლანეტაზე დაახლოებით 90 მარსიანულ დღე-ღამეს გაატარებს. ერთი დღე მარსზე 24 საათი და 39 წუთი გრძელდება, ანუ დედამიწის ექვივალენტით მისიის ხანგრძლივობა 92,5 დღეს შეადგენს.


მარსზე ჩინური მისია გასულ ზაფხულს ორ სხვა მისიასთან – ამერიკულ Perseverance და არაბეთის გაერთიანებული საემიროების Hope-თან (რომლის ბაზასაც იაპონური რაკეტა შეადგენს) ერთად დაიწყო. სამივე კოსმოსურმა აპარატმა მარსს ამ წლის თებერვალში მიაღწია, თუმცა მათი ამოცანები განსხვავებულია. ჩინეთს მარსზე ერთდროულად ორი მიზანი აქვს. თებერვლიდან მაისამდე „ტიანვენ-1“ ორბიტაზე იმყოფებოდა, რამაც საშუალება მისცა მარსის რუკის შესადგენად ფოტოები გადაეღო, ასევე უტოპიას ველზე დასაჯდომად მოსახერხებელი ადგილი შეერჩია.

 

https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/zxxx_662805/t1876266.shtml – ჩინეთი პალესტინას ისრაელთან კონფლიქტში მხარდაჭერას დაჰპირდა

http://www.xinhuanet.com/english/2021-05/13/c_139943875.htm – ჩინეთმა დააფუძნა დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ეროვნული სამმართველო

http://en.nhc.gov.cn/2021-05/17/c_83705.htm – ჩინეთში 393 მილიონი ადამიანი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

https://www.reuters.com/article/instant-article/idUSE1N2JR02P – ჩინეთმა დააანონსა რნმ-ვაქცინის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზის დაწყება მექსიკაში

https://www.bbc.com/news/world-asia-china-57067180 – ინდოეთმა შეიძლება გაასწროს ჩინეთს და გახდეს მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში

https://www.sixthtone.com/news/1007423/China – 2020 წლის მოსახლეობის აღწერის ოთხი მთავარი გრაფიკა

https://www.sixthtone.com/news/1007480/# – ჩინეთში აცხადებენ, რომ „დასაფიქრებელი დრო“ განქორწინებების რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს

https://www.sixthtone.com/news/1007486/Not – ყველაფერი ფერადად არ არის: როგორ ყვება ჩინური მედია ლგბტ თემის ისტორიას

https://thediplomat.com/2021/05/colombia-chinas-new-amigo/ – კოლუმბია: ახალი ჩინური ამიგო?

https://www.bloomberg.com/news/articles/2021-05-10/china-targets-some-australian-lng-cargoes-as-trade-spat-widens – ჩინეთმა გადაწყვიტა სავაჭრო დაპირისპირების ფონზე შეზღუდოს ავსტრალიიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი

https://www.scmp.com/news/china/diplomacy/article/3133319/china-holds-infrastructure-goodies-bid-shore-relations-central – საექსპერტო მოსაზრებები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის პოლიტიკის შესახებ

https://warontherocks.com/2021/05/how-china-views-the-u-s-withdrawal-from-afghanistan/ – როგორ უყურებს ჩინეთი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გასვლას

https://www.reuters.com/article/china-us-tariff/update-2-china-says-will-extend-tariff-exemption-for-some-us-imports-idUSL2N2N40K3 – ჩინეთმა გააგრძელა დამატებითი ტარიფების გაუქმების გადაწყვეტილება აშშ-დან იმპორტირებულ 79 საქონელზე

https://www.wsj.com/articles/china-weighs-new-economic-envoy-to-u-s-11620820619 – ჩინეთმა შეიძლება აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებში დელეგაციის ხელმძღვანელი შეცვალოს

https://www.reuters.com/world/china/us-defense-department-xiaomi-agree-resolve-litigation-court-filing-2021-05-12/ – Xiaomi ამოიღეს იმ კომპანიების ამერიკული შავი სიიდან, რომლებიც ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან თანამშრომლობენ

https://www.reuters.com/world/us/us-senate-panel-vote-china-tech-bill-wednesday-2021-05-12/ – აშშ განსაზღვრავს სამომავლო ნაბიჯებს ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთის წინააღმდეგ

https://www.scmp.com/tech/tech-war/article/3133235/us-china-tech-war-taiwans-tsmc-joins-american-chip-coalition-another – ტაივანური TSMC შეუერთდა ამერიკულ კოალიციას მიკროსქემების წარმოების ჩინეთიდან აშშ-ში გადასატანად

https://www.reuters.com/technology/alibaba-beats-quarterly-revenue-expectation-2021-05-13/ – Alibaba-მ მიიღო წმინდა ზარალი IV საფინანსო კვარტალში სარეკორდო ჯარიმის გამო

დატოვე კომენტარი