სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა.

გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ხელზე ასაღები თანხა 10 ათასი ლარი იქნება. დღემდე ეს თანხა ოთხ ათას ლარს შეადგენდა.