კორონავირუსით გარდაცვლილი 30 წლამდე ახალგაზრდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 30 წლამდე ახალგაზრდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა

30 წლამდე პაციენტი, რომელიც კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტალში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პაციენტი ჰოსპიტალში 18 ოქტომბერს ნინოწმინდიდან გადაიყვანეს. მას კლინიკაში შეყვანისთანავე გართულებები აღენიშნებოდა. ამასთან, პაციენტს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა ცხელება და სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვა დაგვიანებული იყო. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი ჭარბწონიანი იყო და მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა.

30 წამლდე პაციენტი 19 ოქტომბერს იქამდე გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსზე ტესტის პასუხი იქნებოდა ცნობილი. თუმცა როგორც ჰოსპიტალში განმარტავენ, კლინიკაში მიყვანისთანავე კოვიდინფექციაზე მიიტანეს ეჭვი, რის გამოც პაციენტს შესაბამისი მკურნალონა ჩაუტარდა, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.