მიხეილ სააკაშვილი - უნდა მოვითხოვოთ საარჩევნო უბნები უცხოეთში, მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე წარმომადგენლები, ამაზე მუშაობენ მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რომ უცხოეთში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა, რათა საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე იმუშაონ.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, ახლა თითოეული ადამიანი უნდა დაირაზმოს.

„ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ უცხოეთშიც და საქართველოშიც. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უცხოეთში საარჩევნო უბნების ყველგან გახსნა. მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე ჩემი წარმომადგენლები. მამუკა ხაზარაძე იყო, ამაზე მუშაობს და ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ, ვისაც ხელი მიუწვდება. გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.