სტიქიის შედეგები ფოთში

სტიქიის მძიმე კვალი ფოთში.

ქალაქში ძლიერი შტორმით მიყენებულ ზარალს ითვლიან. მიყენებული ზიანი მასშტაბურია. სტიქიურმა პროცესებმა განსაკუთრებით სანაპირო ზოლი დააზიანა. დაიტბორა მიმდებარე ქუჩებიც. დანგრეული და დაზიანებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა ობიექტი. ადგილობრივები სტიქიის განმეორების შემთხვევაში მოსალოდნელ სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობენ და ხელისუფლებას პრევენციული ზომების მიღებას სთხოვენ.