აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

ორგანიზაცია „რიონის ხეობის მცველების“ აქცია კვლავ გრძელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ტერიტორიაზე კარვები უკვე რამდენიმე დღეა გაშლილია. უცვლელია მათი მოთხოვნა, ისინი რაჭის ტყის იჯარით გაცემას აპროტესტებენ. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და განმარტავს, რომ რაჭის ტყის გასხვისება არ იგეგმება და ამ საკითხზე აქციის მონაწილეებიც ინფორმირებულები არიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შორის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრაც არის. ცოტა ხნის წინ მათ სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა.