თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა

90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. თეა ახვლედიანი იმერეთისა და რაჭის რეგიონებში 40-ზე მეტი ოჯახის წარმომადგენელს ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების აუცილებლობაზე.

შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონშიც. ოჯახებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.