საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

 საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს. პროექტი ევროკომისიის ინიციატივაა და მისი მიზანი მოსახლეობის სპორტულ თუ ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობის წახალისებაა. აქტივობები დღეს და ხვალ კიკვიძის პარკში გაიმართება და ევროპის სპორტის კვირეულის ახალი კეთილი ნების ელჩიც დასახელდება. სპორტულ ღონისძიებებში 20-მდე ეროვნული ფედერაცია იღებს მონაწილეობას.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.