რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. პარალელურად, 12-მდე გაიზარდა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაც.

გასულ ღამეს ოკუპანტებმა კიროვოგრადის რეგიონზე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებით მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტებიც განადგურდა.