პაციენტის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ

ხმაური იყო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკა „ბაუში“ – მშობიარე პაციენტის ოჯახის წევრები ახალშობილის გარდაცვალების გამო, ექიმებს ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში სამშობიარო ტკივილებით გუშინ შეიყვანეს, დღეს დილით კი უთხრეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა. პაციენტის ახლობლები მკურნალ ექიმს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. მომხდართან დაკავშირებით, კლინიკაში აცხადებენ, რომ ფაქტზე დაწყებულია შიდა მოკვლევა და ახალშობილის დაღუპვის მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.