English Version

ჩვენი დილა

ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 07:30 საათზე

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია

შემეცნებით-გასართობი პროგრამა “ჩვენი დილა” იწყებს არხის საეთერო მაუწყებლობას და რამდენიმე საათის განმავლობაში მაყურებელს მისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე ესაუბრება.

პროგრამის მიზანია გამოაფხიზლოს, გაართოს მაყურებელი, ამასთანავე, მიაწოდოს საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია. დილის მაუწყებლობის თავისებურებების გათვალისწინებით, პროგრამის რუბრიკები ისეთ საკითხებს მოიცავს, რომელთა მაყურებლისთვის გაცნობა დილით არის მიზანშეწონილი.

პროგრამა „ჩვენი დილის“ რუბრიკების უმეტესობა ინტერაქტიულია. მოსახლეობა მუდმივად ერთვება პროგრამის მსვლელობაში და წამყვანებს თუ მოწვეულ სტუმრებს განსახილველ თემატიკაზე საკუთარ აზრს აწვდის, ასევე იღებს პასუხებს მისთვის სასურველ ნებისმიერ კითხვაზე კომპეტენტური სტუმრებისგან.

ახალ სეზონში თითქმის სრულად შეიცვალა პროგრამის წამყვანების შემადგენლობა. მათი ასაკი გაახალგაზრდავდა (30 წლამდე). შეიცვალა გადაცემის სტრუქტურაც. მას დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი რუბრიკა:

რუბრიკა „ცნობილი ადამიანები ჩვენს დილაში“ - ჩვენი კორესპონდენტი ყოველ დილით მაყურებელს შეახვედრებს ქართული კულტურის, სპორტის, მეცნიერების და სხვა სფეროების ცნობილ სახეებს.

რუბრიკა „ჩვენი დედაქალაქი“, რაც გულისხმობს სიუჟეტების მომზადებას თბილისის თემაზე, მის ისტორიულ და თანამედროვე ნაგებობებზე, ხიდებზე, ბაღებსა და სკვერებზე, ქუჩებზე, მოედნებზე, გამწვანებაზე და ა.შ.

დაემატა რუბრიკა, რომელიც აერთიანებს - „მწვანე აფთიაქს“, „შინაური ცხოველების მოვლას“, „ჯანსაღ კვებას“ „დილის ვარჯიშებს“. ეს არის შემეცნებითი რუბრიკა და მოიცავს რჩევებს, როგორ ვიცხოვროთ ჯანმრთელად.

რუბრიკა „ჰიტი“ ინტერაქტიულია, მაყურებელმა უნდა გასცეს პასუხი მუსიკალურ ნომრებთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

ასევე უცვლელია სპორტის ბლოკი და დილის პრესის მიმოხილვა. ქართული პრესის გარდა მიმოვიხილავთ ინტერნეტგამოცემებსაც.

რუბრიკა „კულტურა“, სადაც მიმოვიხილავთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კულტურასა და ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენებს. კულტურული ცხოვრების აფიშის საშუალებით კი მაყურებლის შეეძლება დაგეგმოს კულტურული ცხოვრების დღე.

პროგრამაში დარჩება ამინდის პროგნოზის და ჰოროსკოპის რუბრიკები.

პროგრამას დასაწყისიდან ბოლომდე გაჰყვება მორბენალი სტრიქონი, სადაც გარდა აუცილებელი ინფორმაციისა: ამინდი, ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი, აფიშა და სხვ. განთავსდება პროგრამის ძირითადი სიუჟეტების მოკლე ტექსტები.

ყოველდღე პროგრამა უმასპინძლებს ერთ სტუმარს აქტუალურ თემაზე.

მნიშვნელოვანი სიახლე ამ სეზონში- ეს არის პირდაპირი ჩართვები დილის ეთერში. ეს ჩართვები იქნება საინტერესო ადგილებიდან.

ახალ სეზონში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ცხოვრების ამსახველი სიუჟეტების მომზადებასაც და რეგიონებიდან სტუმრების მოწვევასაც.

ინტენეტ-სივრცეში არსებული კურიოზული ვიდეოფაილები გახდა ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი რუბრიკა მთელ პროგრამაში.

„ჩვენი დილა“ გააგრძელებს ექსკლუზიურ პროექტს “ქართული ცეკვის კონკურსი“.


კომენტარები ()