English Version

ქართული დოკუმენტალისტიკა

ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია

დოკუმენტური ფილმები მოგითხრობთ გამორჩეული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობებზე. მათ შორის არის – სატელევიზიო ანძა, აბასთუმნის ობსერვატორია, სპორტის სასახლე, საქართველოს პარლამენტის შენობა, თბილისის ეროვნული სტადიონი, ეროვნული გალერეა, თბილისის მოსწავლე; ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის კონსერვატორია; ამ შენობების აგების, ისტორიისა და მათი დანიშნულების შესახებ.

თავისუფალ თემებზე შეიქმნა ფილმები: კავკასიური ნაგაზი, თბილისის მეტროპოლიტენი, თბილავიამშენი, კაცხის სვეტი, ბავშვთა ქალაქი "მზიური", ფილმები მესტიასა და ხარაგაულზე, ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ "მართვეს" ისტორია, საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება, ბერძენი მომღერლის იოვანას თბილისში ვიზიტი, ვოკალურ;ინსტრუმენტული ანსამბლი ორერა, ნატა ვაჩნაძე, საქართველოს სიმფონიური კვარტეტი, ჯაზის გაკვეთილები, თავისუფლების კუნძულები, ლაგოდეხის ნაკრძალი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გერმანული დიასპორა საქართველოში, ბესიკ ხარანაულის პორტრეტი, ვაზის სიმფონია, ადამიანი სტიქიის წინააღმდეგ, თავისუფლების ჯვაროსანი.

რუბრიკით "მძიმე არქივი" წარმოგიდგენთ ცნობილი ისტორიების უცნობ დეტალებს, ფილმები: ხევსურთა საქმე, გიორგი ელიავას საქმე, ლევან გოთუას საქმე, ლევან რაზიკაშვილის საქმე, განწირული რეისი, ტურის დღე, ანტონიო რუსოს საქმე. ეს ისტორიები წლების განმავლობაში მხოლოდ არქივის კუთვნილება იყო და ფართო მაყურებლისათვის დოკუმენტური ფილმების მეშვეობით გახდა ცნობილი.

რუბრიკით უსასრულობის ნიშანი წარმოგიდგენთ განსხვავებული თემატიკის რამდენიმე ფილმს: მთაწმინდის პანთეონი, მერაბ კოსტავა, დამოუკიდებლობის 1005 დღე, ასევე სამეცნიერო ხასიათის დოკუმენტურ ფილმებს ; სამნაწილიანი ფილმი, ცერნი, პარალელური სამყაროები, სიზმარი.

თითოეული ფილმი, რომელსაც დოკუმენტური ფილმების სტუდია წარმოგიდგენთ, შემეცნებითი ხასიათისაა და განკუთვნილია ყველა თაობის მაყურებლისათვის.


კომენტარები ()