უახლესი ვიდეოები
-
გადაცემა
თემები: გაბრიელ რაზმაძის ფილმი ,,შავი თუთა“; სიმღერების პრემიერები
22.07.2012
-
გადაცემა
თემა - ახალგაზრდა გამომგონებლები: წყალში ოზონის აღმოჩენის ექსპრეს-მეთოდი; სტირლინგის ძრავი; ჯაშუში რობოტი N-7; მომავლის სკოლის მოდელი; ბავშვების მიერ დაწერილი კომპიუტერული აპლიკაციები
15.07.2012
-
გადაცემა
თემები: მზის სხივებით ნაბეჭდი ფოტოები; სანთლით შექმნილი ბატიკა; 2 ახალი სიმღერის პრემიერა
08.07.2012
ანოტაცია
წამყვანი - ნინო ქაჯაია
თოქ-შოუ „ცხოვრება მშვენიერია“ განახლებული ფორმატითა და სტუდიით კვლავ პირველი არხის ეთერშია. წამყვანი ნინო ქაჯაია ყოველ კვირას მაყურებელს საინტერესო სტუმრებს, თემებსა და სპეცპროექტებს შესთავაზებს.
გასული სეზონის განმავლობაში თოქ-შოუს თემატიკა მრავალფეროვანი იყო – გლამურული სპეცპროექტები, მძიმე სოციალური თემები, კულტურული პრემიერები, ადამიანური ისტორიები. ახალი სეზონიდან ამ ყველაფერს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება ემატება. გადაცემის საშუალებით აღმოაჩენთ და ნახავთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამ პროექტის წარმატება თითოეული მაყურებლის გულისხმიერებაზეა დამოკიდებული.
„ცხოვრება მშვენიერია“ კვლავ შესთავაზებს მაყურებელს იმ საინტერესო და ორიგინალურ სპეცპროექტებს, რომლებიც გასული სეზონიდან ახსოვს ტელემაყურებელს. ყველასათვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების უჩვეულო გარდასახვას მაყურებელი ახლა უკვე სისტემატურად ნახავს.
გადაცემაზე მომუშავე გუნდი კვლავ მოხარული იქნება მაყურებლისგან გამოხმაურებები და ახალი იდეები მიიღოს.


კომენტარები ( )