English Version

მედიამონიტორი

ყოველ შაბათს 21:00 საათზე

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია

გადაცემა "მედიამონიტორი" საზოგადოებრივი მაუწყებლის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მზადდება.

პროექტის პირველი ეტაპი საზოგადოებისთვის ქართული მედიის ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგების გაცნობას ითვალისწინებს.

გადაცემაში წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები, თუ როგორ შუქდება პრესაში, რადიოში, ონლაინ თუ ტელემედიაში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები და იკვეთება ტენდენციები.

პროექტის მეორე ეტაპი კი უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ითვალისწინებს. საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები პირდაპირ ეთერში მიმოიხილავენ, თუ როგორ გააშუქეს ჟურნალისტებმა აქტუალური თემები და არჩევნებში მონაწილე პარტიების ან კანდიდატების აქტივობა.

პრესისა და მაუწყებლების ფართომასშტაბიან მონიტორინგს 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს.

კომენტარები ()