English Version

ნაცნობი

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია

თოქ-შოუ „ნაცნობი“ პირველი არხის ეთერშია ყოველ შაბათს, 22:00 საათზე.
წამყვანი: გიორგი კორკოტაშვილი

გადაცემის მუსიკალური ფორმატი ეფუძნება რადიოს „ნაცნობი“ 94,7 მუსიკალურ ბაზას და მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქალაქურ ფოლკლორს, წარმოაჩინოს ქალაქური ფოლკლორის ახალი ტენდენციები და შემსრულებლები, ასევე გაიხსენოს მივიწყებული ქალაქური ფოლკლორის ისტორია.

გადაცემის სტუმრები საუბრობენ ქალაქურ ჩვეულებებზე, მათ შენარჩუნებასა და მოდერნიზაციაზე, საუბარი გაზავებულია ქალაქური ისტორიებით და სიმღერებით, რომლებსაც მოწვეული სტუმრები ასრულებენ.

გადაცემის წამყვანი ქმნის მსუბუქ, იუმორით გაჟღენთილ ატმოსფეროს, ასევე ყვება საინტერესო ქალაქურ ისტორიებს, უზრუნველყოფს მუსიკალურ ნომრებზე ბუნებრივ გადასვლას.

გადაცემის სტუმრები არიან ქალაქური სიმღერების კარგი შემსრულებლები, რომლებიც ცოცხლად ასრულებენ სიმღერებს.

კომენტარები ()