English Version

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსი

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია


ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 11 მარტს შესარჩევი კონკურსის III ტურის შედეგად გაირკვევა.



2012 წლის 17 თებერვალს ევროვიზიის კლასიკური მუსიკის შესარჩევი კონკურსის I ტური შედგა. შერჩევა CD მოსმენის საშუალებით მოხდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ II ტურისთვის 19 კონკურსანტიდან 11 მონაწილე შეარჩია. II ტურის მოსმენა კონსერვატორიის მცირე დარბაზში 20 თებერვალს შედგა, რის შედეგადაც III ტურში 6 მონაწილე გადავიდა:



1. ანა ყიფიანი – ფორტეპიანო

2. ნათია ნატროშვილი – ფორტეპიანო

3. თამარ მიდელაშვილი – ფორტეპიანო

4. სენდი ვართანოვი – ვიოლინო

5. ლიზი რამიშვილი - ჩელო

6. ინალ ჯიოევი – ჰობოი



III ტურში კონკურსანტები ინსტრუმენტალურ კონცერტს ორკესტრთან ერთად შეასრულებენ, რომელიც 11 მარტს თბილისის მუსიკალურ ცენტრში შედგება.



ორკესტრთან შესრულების შედეგად, ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც კლასიკური ევროვიზიის კონკურსზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაემგზავრება.



ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსის (EYM) ორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU). კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენასა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.



ეს კონკურსი პირველად 1982 წელს ჩატარდა.



წელს რიგით მე-16 ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსს ავსტრია, ქ.ვენა მასპინძლობს. მასპინძელი მაუწყებელია - ORF (Austrian Public Broadcaster).



კონკურსში 20 წლამდე შემსრულებლები დაიშვებიან.



ნახევარფინალები 5 და 6 მაისს გაიმართება, ფინალი კი 11 მაისს ღია ცის ქვეშ ვენის რატუშის მოედანზე ჩატარდება.



ნახევარფინალების შედეგად, ჟიური 7 საუკეთესო შემსრულებელს შეარჩევს. კონკურსანტებს აკომპანიმენტს ვენის რადიოს სიმფონიური ორკესტრი (Vienna Radio Symphony Orchestra) გაუწევს, რომელსაც გერმანელი მაესტრო კორნელიუს მეისტერი (Cornelius Meister) უდირიჟორებს.


კომენტარები ()