English Version

უცნობი მუსიკა

ყოველ კვირას 20:30 საათზე

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია

პროექტის ავტორი – კახა თოლორდავა
წამყვანები: კახა თოლორდავა, გია ხადური

ხარისხიანი მუსიკის მოძებნა ვირტუალურ სივრცეში სულ უფრო გაძნელდა, კარგი მუსიკის დიდი ნაწილი უგზო-უკვლოდაა “დაკარგული” და მხოლოდ პატარა, დაინტერესებული ჯგუფებისთვისაა ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, “დაკარგული” თუ “უცნობი” მუსიკა სავსეა ექსპერიმენტებით, ახლის აღმოჩენის სურვილით.

გადაცემა “უცნობი მუსიკა” სწორედ ასეთ მუსიკას შესთავაზებ მსმენელს. მუსიკას, რომელიც იქმნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დაწყებული იაპონიიდან და დასრულებული აფრიკის ქვეყნებით, იმ ადამიანების მიერ, ვისთვისაც მუსიკა მხოლოდ გართობის წყარო არ არის. ეს არ იქნება კომერციულ, “ადვილად გასაგებ” თუ “ადვილად აღსაქმელ” პროდუქციაზე დაფუძნებული გადაცემა, არამედ ბევრისთვის “ძნელად მოსასმენი” მუსიკა, რომლის ფესვებიც ღრმადაა გადგმული სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში.

გადაცემის ძირითადი დრო ისეთ მუსიკას დაეთმობა, რომელიც სრულიადაა მოცილებული ე.წ. “მეინსთრიმს” და მის მიღმა ეძებს მსმენელს. ასეთი მუსიკის მსმენელი კი ძირითადად მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდები არიან, მუსიკოსები თუ არამუსიკოსები, მაგრამ აუცილებლად მუსიკაში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანების ჯგუფი, ვისაც მიაჩნია, რომ კარგი მუსიკა არაა მხოლოდ წარსულის და ნოსტალგიის საკუთრება. მათ იციან, რომ როგორც ყველაფერ ახალს და ხარისხიანს ახალი მუსიკის აღმოსაჩენად და გასაგებად აუცილებელია გარკვეული ძალისხმევა, რათა მომავალში მუსიკა არ გახდეს მხოლოდ გართობის ინსტრუმენტი მილიონებისათვის და შეეძლოს ახალი აკუსტიკური იდეების გენერირება. ახალი აკუსტიკური იდეები კი ახალი ტიპის მსმენელის გაჩენას გულისხმობს.

კომენტარები ()