English Version

საფეხბურთო მიმოხილვა

ყოველ ორშაბათს 23:00 საათზე

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია


წამყვანი - დავით მინაშვილი



გადაცემა მთლიანად ფეხბურთს ეთმობა – სრულად მიმოვიხილავთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, თითოეული ტურის ყოველ მატჩს. ასევე, გაშუქდება დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის შეხვედრები და ეროვნული ნაკრების (როგორც ძირითადი, ასევე ასაკობრივი გუნდების) თამაშები, მომზადდება სიუჟეტები ბავშვთა და რეგიონულ ფეხბურთზე, საფეხბურთო ინფრასტრუქტურასა და განვითარების პერსპექტივებზე, სპეციალური სიუჟეტების მეშვეობით, მაყურებელს საშუალება ექნება უფრო ახლოს გაიცნოს ეროვნულ პირველობაში მოთამაშე ფეხბურთელები, მოწვეული სტუმრები კი გადაცემის მთავარ თემაზე ისაუბრებენ.



გადაცემაში სატელეფონო ზარების მეშვეობით აქტიურად იქნება ჩართული მაყურებელიც.


კომენტარები ()