English Version

საჯარო პოლიტიკა

ეთერშია ყოველი თვის ბოლო კვირას

უახლესი ვიდეოები



ანოტაცია

წამყვანი - ეკა მიშველაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი – თოქ-შოუ “საჯარო პოლიტიკა” ეხება თვის ყველაზე მწვავე პრობლემებსა და აქტუალურ თემებს. მაყურებელს საშუალება აქვს თავად შეარჩიოს ის საკითხები, რომელთა განხილვასაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“საჯარო პოლიტიკა” სწორედ საზოგადოების მიერ შერჩეულ თემებს განიხილავს. აუდიტორიაში მოწვეულ სტუმრებს საშუალება აქვთ თავად დაუსვან შეკითხვები თოქ-შოუს მთავარ სტუმრებს : პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

თოქ-შოუს აუდიტორიის სტუმრები არიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვთ თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასვან შეკითხვები.

გადაცემის ფორმატი საშუალებას იძლევა მაყურებელმა მიიღოს ამომწურავი პასუხი მისთვის საინტერესო კითხვებზე.

თოქ – შოუში “საჯარო პოლიტიკა” მოწვეული საზოგადოება მისთვის საინტერესო შეკითხვებს თავად არჩევს. ასევე, მთელი თვის განმავლობაში მაყურებელს შეუძლია მოგვაწოდოს საკუთარი მოსაზრებები მისამართზე – sajaropolitika@gpb.ge

კომენტარები ()