უახლესი ვიდეოები
ანოტაცია
წამყვანი - გიორგი გუგუშვილი
თოქ-შოუ “ჩვენი ეზო” მომზადდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში.
ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომლის მიზანია, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანების საზოგადოებაში სამოქალაქო ინტეგრირების ხელშეწყობა და სახელმწიფოებრივი ერთიანობის გრძნობის გაღრმავება.
ყოველკვირეულ სატელევიზიო თოქ-შოუში საუბარია ქვეყანაში, კერძოდ, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების პერსპექტივებზე, საერთო ღირებულებებსა და წარმატებული თანაცხოვრების მაგალითებზე.
პროექტის შემუშავებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სამსახურთან ერთად, მონაწილეობდა ამერიკელი ჟერნალისტი და პროდიუსერი სტენ მეთიუსი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სატელევიზიო დებატების მომზადების დიდი გამოცდილება აქვს.

კომენტარები ( )