FB გამოკითხვა

აირჩიეთ „წლის საუკეთესო“ საზოგადოებრივზე!

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ირჩევს  წლის საუკეთესო მოვლენას, ადამიანს, ინსტიტუციას 12 სფეროში და მათ, ვინც ამ მოვლენებში მთავარი როლი შეასრულეს.

 

მაუწყებლის ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე განთავსებული აპლიკაციის საშუალებით არჩევანს საზოგადოება ხმის მიცემით გააკეთებს. სულ წარმოდგენილია 12 ნომინაცია, თითოეულში 3 კანდიდატია, წლის საუკეთესო კი თითო ნომინაციაში ერთ-ერთი გახდება. ხმის მიცემა 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია 12 საათში ერთხელ. გამარჯვებული გამოვლინდება ხმათა უმრავლესობის მიხედვით.

 

გამარჯვებულების გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონია პირველი არხის საახალწლო ეთერში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან 31 დეკემბერს გავა.

 

„წლის საუკეთესო“ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველად 2015 წელს გამართა და საფუძველი დაუდო ახალ ტრადიციას, ყოველ წელს საზოგადოებას საშუალება ექნება აირჩიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მთავარ გმირებს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს ჯილდოს „წლის საუკეთესო”.

 

წელს „წლის საუკეთესო“ განსაკუთრებულია, რადგან 2016 წელს ტელემაუწყებლობის 60 წლის იუბილეა, 1956  წლის 30 დეკემბერს საქართველოში პირველად აინთო ცისფერი ეკრანები, სწორედ პირველი ტელევიზიის საშუალებით იგებდა წლების განმავლობაში საზოგადოება ქვეყნის უახლეს ამბებს, 2005 წლიდან კი ეს ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გამოავლენს ამ წლის 12 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, ადამიანს და ინსტიტუციას!

 

ჩაერთეთ, გახდით თანამონაწილე, ერთად ავირჩიოთ წლის საუკეთესო!

 

ეს საზოგადოებრივია!