საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებები, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარება, – აღნიშნულ მიმართულებებზე საუბრით დაიწყო დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს სჭირდება საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის მხარდაჭერა, ევროპული ინტეგრაციისა და ატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერების მიმართულებით, ასევე საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, საპარლამენტო თანამშრომლობასა და იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადადგას ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

ფრანგი დეპუტატები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამომდინარეობდა საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან და მიმდინარე პროცესებში საფრანგეთის როლის გათვალისწინებით.