სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულებს
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულებს.

პრეზიდენტი სტუდენტებს სიტყვით მიმართავს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ კი უკვე დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. 18 თებერვლიდან კი შეხვედრების ოფიციალური ნაწილი დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი უმასპინძლებს. პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს უკვე 19 თებერვალს შეხვდება. დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.

„ყველა ჩემი ვიზიტი ჯერ ქართველებთან შეხვედრით იწყება. ქართულ დიასპორასთან, სტუდენტებთან, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან ნიშანდობლივი და სერიოზული ნაწილი, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვხვდები ჯერ მათ და ორშაბათიდან ვიწყებ უკვე ოფიციალურ ვიზიტს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტ „საიესენსპოში“ (sciensespo).