საფრანგეთის კუნძული ახალი კალედონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება
საფრანგეთის კუნძული ახალი კალედონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება

წყნარ ოკეანეში მდებარე საფრანგეთის კუნძული ახალი კალედონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება. 4 ნოემბერს დაგეგმილ თვითგამორკვევის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება 174 ათას ამომრჩეველს შეუძლია. რეფერენდუმზე მათ ასეთ შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი – „გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ სრული სუვერენიტეტი მოიპოვოს და დამოუკიდებელი გახდეს“.

ახალი კალედონია ერთი მთავარი და შედარებით მცირე ზომის პატარა კუნძულებისგან შედგება და სლოვენიის ტერიტორიის ზომისაა. ახალი კალედონია საფრანგეთის კოლონია 1853 წელს გახდა. 1987 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი საფრანგეთის მმართველობაში დარჩენას დაუჭირა. მაშინ აქტივობა დაბალი იყო, რადგან დამოუკიდებლობის მომხრეებმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ახალი კალედონიის საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენა სურს, თუმცა მისი მთავრობა მხარეს არ დაიჭერს. მაკრონი ახალ კალედონიაში წლის დასაწყისში იმყოფებოდა.