ნინო გვენეტაძე შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადადგეს
ნინო გვენეტაძე შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადადგეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. პირველი არხის ინფორმაციით, ამის მიზეზი სავარაუდოდ  მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა გახდება.

კერძოდ, საუბარია 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე, რასაც ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერს.

არ არის გამორიცხული, რომ გვენეტაძემ განცხადება უზენაეს სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ გააკეთოს. იუსტიციის საბჭოს წევრებთან დახურულ შეხვედრაზე სწორედ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე მსჯელობენ.

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2015 წლის 20 მარტს დაინიშნა.