English Version

Fitch-ის რეიტინგი

13:30 | 22 ნოემბერი 2013 ამობეჭდვა    გადმოტვირთე ნახვა: 202

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "ფიჩ რეიტინგსმა" საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის დეფოლტის რეიტინგი ВВ მიანიჭა, რაც სტაბილურს ნიშნავს.

რაც შეეხება მოკლევადიან რეიტინგს, ის В-თი განისაზღვრა. "ფიჩის" ინფორმაციით, რეიტინგის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი ინსტიტუციური პროგრესია, მაგრამ კვლავ რჩება პოლიტიკური რისკები.

"ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოს ინსტიტუტებს პოლიტიკურ ცვლილებებთან ადაპტირება შეუძლია. თუმცა, პოლიტიკური სფერო კვლავ ფრაგმენტული რჩება", - წერს "ფიჩი".

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საარჩევნო და პოლიტიკურმა გაურკვევლობამ უარყოფითად იმოქმედა ინვესტიციებსა და შიდა მოთხოვნაზე, რომელმაც, თავის მხრივ, ზეწოლა მოახდინა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე.

2013 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 1,7% შეადგინა. "ფიჩ რეიტინგსი" წერს, რომ ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა შესამჩნევად გააუმჯობესა და მოსალოდნელია, რომ ქართული პროდუციის რუსეთში ექსპორტი 2014-2015 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.