English Version

პროტესტი გლდანის ციხესთან

13:20 | 1 ივლისი 2013 ამობეჭდვა    გადმოტვირთე ნახვა: 773

პროტესტი გლდანის ციხესთან - თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანის ნათესავმა გელა მებონიამ #8 საპყრობილესთან განათების ბოძზე ხელები მიიბა.

ის ამ ფორმით რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მებონია მოსამართლეზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლომ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

გელა მებონია მიმართავს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მისგან ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაყენებას ითხოვს. მებონიას განმარტებით, ის პროტესტის ამ ფორმას მანამდე გააგრძელებს, სანამ დავით ავალიანსა და მერიის სხვა თანამშრომლებს საპატიმროდან არ გაათავისუფლებენ.